სახლებს სისხლი სდით! O_o

სახლებს სისხლი სდით! O_o

ზოგიერთს გახსენდებათ კადრები საშინელებათა ფილმებიდან, უცებ რომ წამოვა ხოლმე ონკანიდან სისხლი.. მაგრამ, ცოტამ ადამიანმა თუ იცის, რომ მსგავსი რამ ნამდვილად ხდება! ეს ისტორია მოხდა სენტ-კვენტინში (საფრანგეთი). 1985 წლის აგვისტოში სატვირთოს მძღოლმაჟან-მარკ ბელმერმა და მისმა ცოლმა ლუსიმ გააკეთეს რემონტი საკუთარ სახლში.1986 წლის იანვარში კი კედლებზე და ხალიჩებზე სისხლის წვეთები გაჩნდა.ეს მალე დასრულდა, მაგრამ თებერვალში კვლავ განახლდა.როდესაც ცოლ-ქმარმა თეთრეულზეც აღმოაჩინა გაურკვეველი წითელი ფერის წვეთები,ძალიან შეეშინდათ და სახლი დატოვეს.როდესაც იქ მივიდნენ პოლიციელები, მთელი სახლი დაფარული იყო უკვე გამხმარი წითელი ლაქებით,რომლებიც სისხლს გავდნენ.ანალიზებმა დაამტკიცა – ეს ნამდვილად სისხლი იყო, თანაც ადამიანის! თუმცა მისი წყარო ნაპოვნი ვერ იქნა. 1987 წლის სექტემბერში ამერიკული შტატის ატლანტის მცხოვრებთა- ვილიამს და მინი კლაიდებისსახლში კედლებიდან და ჭერიდან სისხლმა დაიწყო დენა. ამის მიზეზი კვლავ ვერ იქნა აღმოჩენილი.თვითონ ვინსტონებიც, რომლებმაც ამ სახლში 20 წელი გაატარეს, ამტკიცებდნენ რომ ადრე მსგავსი ანომალია არ მომხდარა.ყველაზე ხშირად ხალხი წყლის პოლტერგეისტს ხვდება. ასე, მისტერ ფრენსის მარტინი, მასაჩუსეტსიდან, ფეხბურთს უყურებდა როდესაც გაისხმა მსხვრევის ხმა და კედლებიდან წყალი წამოვიდა. ეს მოვლენა პერიოდულად მეორდებოდა – ზუსტად 20 წუთში ერთხელ.მარტინების ოჯახი იძულებული გახდა გადასულიყო ნათესავებთან, მაგრამ პოლტერგეისტმა იქაც მიაგნო და მთელი ბინა მალევე დატბორა. ამასთან მუშებმა ვერ იპოვის ვერცერთი გახეთქილი მილი! საინტერესოა სხვა “სითხეებიც”. ასე 1919 წელს, ინგლისელი მღვდლის სვენტონ ნოვერსის სახლის კედლებიდან და ჭერიდან ნავთობი წვეთავდა! პირველ სექტემბერს ნავთობის მაგივრად წყალი წამოვიდა, შემდეგ კი ნაზავი- მეთილის სპირტი და ზეთი! მუშებმა კედლებში და ჭერში ხვრელები გააკეთეს, თუმცა ვერაფერი უცნაური ვერ აღმოაჩინეს. ჩეხეთის მკვიდრებს რამოდენიმე წელი არ ასვენებდა უცნაური ფენომენი: მათ ტანზე და ტანსაცმელზე, ასევე გარშემო მყოფ ნივთებზე უცნაური სტაფილოსფერი ლაქები ჩნდებოდა. ანალიზებმა აჩვენა, რომ ეს ნაერთი წარმოადგენდა 97% რკინის ოქსიდს… როგორ ჩნდებოდა ეს ლაქები დახურულ შენობებში, წარმოუდგენელია! ასეთ ფენომენებს შეიძლება ჰქონდეს ბევრი ახსნა.მაგალითად,კედელზე სისხლის ლაქების გაჩენა შეიძლება ადამიანების მიერ განხორციელებული ზიანის შედეგი იყოს.ცნობილია შემთხვევები,როდესაც ადამიანებმა თვითონ “გაუკეთეს ორგანიზება” პოლტერგეისტს- რათა მიექციათ ყურადღება მათკენ ან რაიმე შემოსავლის მიღების მიზნით.ამ შემთხვევების ნაწილი შეიძლება მართლაც იყოს ანომალური.მკვლევარების უმეტესობა თვლის, რომ პოლტერგეისტის გაჩენაში დიდი როლი მიუძღვით ზუსტად იმ ადამიანებს, რომლებთაც აქვთ ფსიქოკინეტიკური შესაძლებლობები.ან შეიძლება ეს მართლაც “იქითა” ძალების მოქმედებაა!

Advertisements

About bano1410

I'm 15 years old. Love being funny:):)

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s

%d bloggers like this: