ამ ქვეყანასა და იმ სამყაროს შორის გაჭედილი

რუსთაველისკენ მიმავალ გზაზე ბევრმა ადამიანმა შენიშნა რაღაც უცნაური, ქალის გამოსახულება. ერთხელ ერთი ბიჭი მანქანით დაეჯახა ამ გამოსახულებას და შეშინებულმა გააჩერა მანქანა. როცა გადმოვიდა დაინახა, რომ ქალი აგრძელებდა გზას. თავზარდაცემული ბიჭი მიხვდა, რომ იგი ადამიანი არ იყო, ხოლო ვინმესთვის რომ მოეყოლა მაინც არავინ დაუჯერებდა. ამის დასამტკიცებლად მან ტელეფონით გადაუღო ვიდეო.                                                                ბევრი აღიარებდა იმას, რომ ამ გზაზე ერთი და იგივე ქალის მოხეტიალე გამოსახულებას ხედავდნენ… ბოლოს ტელევიზორში გაუშვეს უცნობის მიერ გადაღებული ვიდეო და ქალის ფოტოსურათები, რომლებიც თვითმხილველებმა გადაუღეს. ტელევიზია ელოდა გარდაცვლილის ახლობლების გამოხმაურებას, ვინმე თუ იცნობდა ამ ქალს და თუ შეეძლო აეხსნა რას ეძებდა ერთიდაიგივე ადგილას იმ ქუჩაზე. მართლაც, სულ მალე ტელევიზიაში დაფიქსირდა იმ ხალხის ზარები, რომლებიც მისი ნათესავები აღმოჩნდნენ. მათ მოყვეს დაუჯერებელი, მაგრამ ნამდვილი ისტორია: ზუსტად იმ ადგილას, რუსთაველისკენ მიმავალ გზაზე, სადაც მოჩვენება შენიშნეს, რამოდენიმე წლის წინ მოუვიდათ ავტოკატასტროფა. ადგილზევე გარდაიცვალა ქალის მეუღლე და ორი ბავშვი. მათი სხეულის ნაწილები აქეთ-იქით იყო მიმოფანტული. ეს ქალი გადარჩა, მაგრამ რამოდენიმე თვე კომაში იყო. როდესაც გამოფხიზლდა და ეს ტრაგიკული ამბავი შეიტყო თავი მოიკლა. იმ დღიდან იგი რუსთაველს დასტრიალებს და დაეძებს თავის ქმარ-შვილს, ხოლო მისმა სულმა მოსვენება ვერ იპოვა და სამუდამოდ გაიჭედა ამ ქვეყნისა და იმ სამყაროს შორის…

Advertisements

About bano1410

I'm 15 years old. Love being funny:):)

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: